15 ივნისამდე, ვითიბი ბანკი, თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებას სთავაზობს

15 ივნისამდე, ვითიბი ბანკი, თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებას სთავაზობს

ვითიბი ბანკის აქცია პრობლემური დავალიანების მქონე კლიენტებისთვის 15 ივნისს სრულდება. აღნიშნული აქციის ფარგლებში ვითიბი პრობლემური დავალიანების მქონე საკუთარ კლიენტებს სთავაზობდა უნიკალურ შესაძლებლობას, 30%-დან - 90%-მდე დისკონტით დაეფარათ ვადაგადაცილებული სესხის ძირი და დარიცხული პროცენტი. რის შემდეგაც ბანკის მიმართ, მათი დავალაინების, სრულად ანულირება და კლიენტის მიმდინარე საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესება ხდება. აღნიშნული შეთავაზება მხოლოდ ფიზიკური პირების, სამომხმარებლო ტიპის, არაუზრუნველყოფილ სესხებზე ვრცელდება. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

ვითიბი ბანკი თავად, ინდივიდუალურად, დაუკავშირდა აქციაში მონაწილე  ყველა  კლიენტს.  აღნიშნული შეთავაზებით უკვე ისარგებლა მომხარებელთა დიდმა ნაწილმა.  აქცია ერთჯერადია, მეტი აღარ განმეორდება და მიმდინარე  კვირის ბოლომდე  გრძელდება.

"ეს უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამ კამპანიის წამოწყებით, ვითიბი ბანკი სცდება ტრადიციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებს და ხაზს უსვამს, რომ მისთვის ყველა მომხმარებელი თანაბრად მნიშვნელოვანია", - აცხადებენ ბანკში.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანმა" სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანმა" სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

4 საათის წინ

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანი" მსხვილ საინვესტიციო აგრო პროექტს განახორციელებს.  კომპანიამ საქართველოს ბანკის მეშვეობით კახეთში ქინძმარაულის ზონაში სოფელ გრემსა და ენისელში 120 ჰექტრამდე ვენახი და...