ჯანი ბუკიკიო გიორგი ვაშაძის გუნდის, ანტიკორუფციული სასამართლოს კანონპროექტის შესახებ

ჯანი ბუკიკიო გიორგი ვაშაძის გუნდის, ანტიკორუფციული სასამართლოს კანონპროექტის შესახებ

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, კიევში, ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტის მიღებას ეხმაურება. ჯანი ბუკიკიომ, რადას დეპუტატების მიერ პროექტის მხარდაჭერა, ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი, საშუალებას მისცემს უკრაინტელ ხალხს, რეალურად დაძლიონ კორუფცია.

"ძალიან დიდი კმაყოფილებით,  უფრო მეტიც, ძალიან დიდი სიხარულით ვიტყვი, რომ მივესალმები უმაღლესი რადას მიერ დღევანდელი გადაწყვეტილების მიღებას უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს  კანონის შესახებ.

კანონი მიღებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. მინდა მივულოცო უმაღესი რადას დეპუტატებს და ასევე,  დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა და ხელი შუწყო  აღნიშნული კანონის მიღებას.

ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადმული ნაბიჯი უკარინისთვის და ევროპისთვის. განსაკუთრებით კი უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ძალიან დიდი ხანია ებრძვიან კორუფციას.

კანონპროექტისათვის ხმის მიცემა რადაში, აჩვენებს რომ უკრაინას განზრახული და გადაწყვეტილი აქვს განაგრძოს რეფორმების გზა და ევროპული ინტეგრაცია.

ახლა, მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ და ჩართულ მხარეს, უზრუნველყონ სასამართლოს დაუყოვნებლივ შექმნა და  ყველა საშუალებით აღჭურვა, რაც საჭიროა სასამართლოს ფუნქციონირებისთვის" - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

შეგახსენებთ, ანტიკორუფციული სასამართლოს კანონპროექტი უკრაინის რადამ 7 ივნისს მიიღო. კანონპროექტი "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" ექსპერტრბმა შეიმუშავეს, რომლიც დამფუძნებელიც გიორგი ვაშაძეა.

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...