ზედაზენის და ბარამბინოს "ზაფხულის ფესტივალი 2018" სტარტს 9 ივნისს რუსთავიდან აიღებს

ზედაზენის და ბარამბინოს "ზაფხულის ფესტივალი 2018" სტარტს 9 ივნისს რუსთავიდან აიღებს

ზაფხულის ფესტივალი "ზედაზენთან" და ბარამბინოსთან ერთად სტარტს 9 ივნისს ქ. რუსთავიდან აიღებს. ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება საქართველოს ექვს ქალაქში. წლევანდელი ფესტივალის მასპინძელი ქალაქები, რუსთავი, გორი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი    "ზედაზენის" ლიმონათთან და "ბარამბინოსთან" ერთად უამრავ სიურპრიზს ჰპირდებიან პატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ზედაზენი" ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში ყველა სტუმარს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს ზედაზენის ლიმონათი და ბარამბინოს უგემრიელესი ნაყინები, დაესწროს თოჯინების თეატრს, ჩაერთოს სახალისო ექსპერიმენტებში და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში. იმოგზაუროს ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვობის ჯადოსნურ სამყაროში.

ლიმონათის გმირები და ყველაზე მხიარული ბარამბინოს ბიჭუნა მთელი ღონისძიების განმავლობაში იზრუნებენ თქვენი პატარების განწყობაზე. ზაფხულის ფესტივალი ოცდაათ ივნისს ბათუმში, ანბანის კოშკთან დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ფესტივალი ყოველწლიურია (მეექვსედ ტარდება) და წელს წინა წლებთან შედარებით, ბევრად მასშტაბურია. 

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. გელოდებით ყველას. 

ზაფხულის ფესტივალის გრაფიკი:

  • 9 ივნისი - ძველი რუსთავი (მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია), დასაწყისი 18:00 სთ;
  • 15 ივნისი - თელავი (თეატრის მიმდებარედ), დასაწყისი 18:00 სთ;
  • 17 ივნისი - გორი (სტალინის ბაღში, შადრევნებთან), დასაწყისი 18:00 სთ;
  • 22 ივნისი - ქუთაისი (ბალახვანი, ასსაფეხურიან კიბესთან), დასაწყისი 18:00 სთ;
  • 23 ივნისი - ზუგდიდი (იუსტიციის სახლის მიმდებარედ - პარკში), დასაწყისი 18:00 სთ;
  • 30 ივნისი - ბათუმი (ანბანის კოშკთან), დასაწყისი 18:00 სთ.
საქართველოს TOP-10 ინვესტორთა სიაში, ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიაც მოხვდა (bm.ge)

საქართველოს TOP-10 ინვესტორთა სიაში, ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიაც მოხვდა (bm.ge)

2 საათის წინ

2017 წლის TOP-10 ინვესტორთა სიაში, რომელთაც საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს, ერთ-ერთი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "საქართველოს თანაინვესტირების ფონდში" შემავალი საქართველოს ტურიზმის...