თბილისი ოქტომბერში ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს

თბილისი ოქტომბერში ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს

23-26 ოქტომბერს თბილისი ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმს "Welcome Challenge" უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

"Welcome Challenge"-ის მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმი და ინვესტორ-სტარტაპების დამაკავშირებელი ღონისძიებაა. თბილისში ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება. ფორუმი დარგის საუკეთესო ინოვაციურ სტარტაპებს, ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებისა და ფინანსური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ფორუმის საქართვლოში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია.

"რატომაა ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და რატომ ვუჭერთ მხარს - საქართველოსთვის ტურიზმი,  გამორჩეული სექტორია, მასპინძლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ესაა დასაქმების და შემოსავლების გენერაციის დიდი წყარო, შესაბამისად, კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ  მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე საქართველო  გამოჩნდეს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე.

როგორც წესი, ასეთ ღონისძიებებზე ჩამოდიან ძალიან დიდი და ცნობილი ბრენდების ხელმძღვანელები და უყურებენ, თუ რა იდეა დაგენერირდა წლის განმავლობაში, რომელსაც შეუძლია გაზარდოს ერთის მხრივ ეფექტურობა, მეორე მხრივ - შეამციროს ხარჯები და მოიზიდოს მეტი ტურისტი თუ დამსვენებელი სხვადასხვა მიმართულებით, ინოვაციების სპექტრი კი ძალიან ფართოა", - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.

"გაიცანი საქართველო" სვანეთში

"გაიცანი საქართველო" სვანეთში

16 საათის წინ

კამპანია "გაიცანი საქართველო გრძელდება" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის...