ქუმსიშვილი: 2018 წლის I კვარტალში მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 20%-ით გაიზარდა

ქუმსიშვილი: 2018 წლის I კვარტალში მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 20%-ით გაიზარდა

"საქართველოს ეკონომიკა და მისი მდგრადობა დამყარებულია  კერძო სექტორის განვითარებაზე, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2018 წლის პირველ კვარტალშიც ნარჩუნდება და ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების შთამბეჭდავი ზრდა ფიქსირდება" - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა "საქსტატის" მიერ საწარმოთა საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"საქსტატის" მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.6%-ით გაიზარდა და 18.0 მლრდ. ლარი შეადგინა.  "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის 20.0 პროცენტით არის გაზრდილი მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა მაშინ, როდესაც მსხვილი საწარმოების ბრუნვა 17.1%-ით არის გაზრდილი" - აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთან დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"საქსტატის" მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში საშუალო საწარმოების ბრუნვის ზრდამ 20.5%-ით, ხოლო მცირე ზომის საწარმოების ზრდამ  19.6% შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ბიზნესსექტორის გამოშვება 8.7 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 16.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის:  მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 14.6%-ით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება გაიზარდა 17 პროცენტით. [საშუალოსი 17.7%-ით, ხოლო მცირე საწარმოების 16.4%-ით]. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის გამოშვების ზრდაში  მცირე და საშუალო საწარმოების წვლილმა გამოშვების ზრდაში 9.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...