იაპონიაში მფრინავი ქოლგა გამოიგონეს

იაპონიაში მფრინავი ქოლგა გამოიგონეს

იაპონურმა კომპანიამ Asahi Power Services უპილოტო ქოლგა გამოიგონა, რომელსაც მისი მფლობელის თავზე ჰაერში გაჩერება შეუძლია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ მოწყობილობის ორი პროტოტიპი შექმნა, რომლებიც აღჭურვილია ვიდეო კამერებით. აღნიშნული კამერების მეშვეობით ქოლგას თავისი მფლობელის სახის ამოცნობის ფუნქცია აქვს და სიარულისას მისი ცუდი ამინდისგან დაცვა შეუძლია.

ქოლგის წონა დაახლოებით 5 კილოგრამია. მას 20 წუთის განმავლობაში შუსვენებლივ მუშაობა შეუძლია. დიზაინერებს აქვთ იმედი, რომ ქოლგის წონას 1 კილოგრამამდე დაიყვანენ, ხოლო მისი შეუსვენებლივ ფუნქციონირების დროს 1 საათამდე გაზრდიან, თუმცა ფრენის ხანგრძლივობა მაინც ამინდზე იქნება დამოკიდებული.

ამ ეტაპზე კომპანია მესამე მოდელზე მუშაობს. აღნიშნული ქოლგები ბაზარზე ორ წელიწადში ჩაეშვება და მისი ფასი 275 აშშ დოლარი იქნება.

Tesla-ს აქციონერებმა კომპანიის გენ. დირექტორის ილონ მასკის გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირეს

Tesla-ს აქციონერებმა კომპანიის გენ. დირექტორის ილონ მასკის გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირეს

06 ივნისი, 2018

კომპანია Tesla-ს აქციონერებმა ყოველწლიურ ყრილობაზე, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული იყო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის ილონ მასკის თანამდებობიდან გაშვება, მის დარჩენას დაუჭირეს მხარი. მასკს მათ...