ევროკავშირის ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კომისარმა EuroDIG 2018-ის მონაწილეებს მიმართა

ევროკავშირის ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კომისარმა EuroDIG 2018-ის მონაწილეებს მიმართა

თბილისში ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგი - EuroDIG 2018 ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმის მონაწილეებს ვიდეომისალმებით  მიმართა ევროკავშირის ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კომისარმა მარია გაბრიელმა.

ევროკომისარმა  მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ფორუმის თბილისში მასპინძლობისთვის. "EuroDIG ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და რელევანტური რეგიონული ინიციატივაა  ინტერნეტ მმართველობაზე. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ სწორედ ევროპას აქვს წამყვანი როლი ინოვაციური რესურსების გამოყენებისა და პოლიტიკის განსაზღვრაში და მომავალშიც ასე გაგრძელდება", - აღნიშნა მარია გაბრილმა. 

ევროკომისარმა თავის გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა ციფრული სფეროს განვითარებისა და პოლიტიკის მიმართულებით. კერძოდ, მარია გაბრიელმა ისაუბრა ევროპის ციფრული პოლიტიკის, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ინტერნეტის როლის, მისადმი ნდობის, კიბერუსაფრთხოების, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სხვა აქტუალურ თემებზე.

"ნდობაზე, ადამიანურ კონტროლზე, საიმედოობაზე, გახსნილობაზე, მრავალფეროვნებაზე და ინკლუზიურობაზე დაფუძნებული ხედვის განსახორციელებლად აუცილებელია იქნება ინოვაციებისა და კვლევების მიამართულების გაძლიერება, მათ შორის ევროპის დონეზე", - განაცხადა ევროკომისარმა.

მერია ჰაერის დაბინძურების წყაროს, ყვითელ ავტობუსებს, ჩაანაცვლებს

მერია ჰაერის დაბინძურების წყაროს, ყვითელ ავტობუსებს, ჩაანაცვლებს

15 ივნისი, 2018

მერიის ტრანსპორტის სამსახურში დოკუმენტზე უკვე მუშაობენ. თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკას გადახედავს - ამ ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში ადასტურებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ...