ფესტივალი "ANAKLIA ECHOWAVES" ევროპაში ერთ-ერთი პოპულარულ ფესტივალის ქოგის ქვეშ ჩატარდება

ფესტივალი "ANAKLIA ECHOWAVES" ევროპაში ერთ-ერთი პოპულარულ ფესტივალის ქოგის ქვეშ ჩატარდება

Check in Georgia 2018-ის ფარგლებში ანაკლიაში 23-26 აგვისტოს ახალი ფესტივალი "ANAKLIA ECHOWAVES" გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

4 დღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა. მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს.

ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ "EXIT"-ის  ქოგის ქვეშ ჩატარდება. "EXIT"-ის ფესტივალი 2014 წლის "ევროპის საუკეთესო მთავარ ფესტივალად" იქნა დასახელებული ევროპის ფესტივალების დაჯილოების მიერ. ფესტივალი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც დადებითი მუხტი ტურიზმის ინდუსტრიაში.

Exit ფესტივალი 2000 წელს დაარსდა და მას საფუძველი დაედო დიდი სტუდენტური მოძრაობის შედეგად, რომელიც სერბეთში დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.  დაარსებიდან დღემდე Exit Festival-ის სცენაზე ისეთ არტისტებს დაუკრავთ, როგორებიც არიან:  Depeche Mode, Guns N' Roses,  Massive Attack, Faithless,  Arctic Monkeys, Jamiroquai, Portishead,Wu-Tang Clan, The Prodigy, Sex Pistols და სხვ. "ANAKLIA ECHOWAVES"-ის შესახებ საუბრობს  მარია ვუიოვიჩი  EXIT Festival-ის საერთაშორისო მენეჯერი: "მე წარმოვადგენ EXIT Festival-ს.  EXIT Festival-მა წელს მეორეჯერ მოიპოვა ევროპის მთავარი საუკეთესო ფესტივალის სტატუსი. ჩვენი ფესტივალი 18 წლის წინ სერბეთში, ნოვი-სადში შეიქმნა,  ფესტივალს 20-ზე მეტი სცენა აქვს და 1000-ზე მეტ ღონისძიებას ითვლის. ჩვენ  წელს ვმასპინძლობთ მსოფლიოს ვარსკვლავებს, მიგოსიდან დაწყებული გრეის ჯონსით დასრულებული.  რაც შეეხება საქართველოს, თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლის მიზანია  ECHOWAVES გავხადოთ  EXIT-ის ნაწილად.  მოხარულები ვართ, რომ ჩვენს კოლეგებს დავეხმარებით, გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რომ საერთაშორისო ბაზარზე  ჩვენი ბრენდის ქვეშ  ხელი შევუწყოთ საქართველოს როგორც  ქვეყანას სადც ტარდება ფესტივალი. ჩვენ ბალკანეთის რეგიონში  5 ფესტივალს ვუწევთ ორგანიზებას."

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...