ANAKLIA ENTERTAINMENT-ის დამფუძნებელი ბრანე კოსტადინოვი ANAKLIA ECHOWAVES -ის შესახებ

ANAKLIA ENTERTAINMENT-ის დამფუძნებელი ბრანე კოსტადინოვი ANAKLIA ECHOWAVES -ის შესახებ

Check in Georgia 2018-ის ფარგლებში ანაკლიაში 23-26 აგვისტოს ახალი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ გაიმართება. 4 დღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს. ფესტივალის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე  ისაუბრა ANAKLIA ENTERTAINMENT-ის დამფუძნებელმა  ბრანე კოსტადინოვმა.

"ანაკლია ფესტივალისთვის იდეალური ადგილია, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მიზანია განვითარდეს ეს კურორტი,  რასაც ხელს შეუწყობს ახალი ფესტივალი. წლევანდელ ფესტივალზე  ჩვენ გვინდა, რომ სტუმრებს ახალი ხედვა, ახალი იდეები, უფრო მეტი აქტივობა და მეტი კონტაქტი შევთავაზოთ.  გვინდა  ფესტივალის სტუმრებისთვის მრავალფეროვანი პროგრამა შევთავაზოთ, რომელიც მხოლოდ ივენთებით და მუსიკით არ შემოიფარგლება.  ჩვენი მიზანია მათ ჰქონდეთ მეტი არჩევანი, მეტი შესაძლებლობა, ეს იქნება სხვადასხვა სპორტული აქტივობები,  მათ შორის წყლის სპორტი,  მოეწყობა ლაშქრობები და ა.შ.  სწორედ ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული  პარტნიორები, რომლებიც ამ ყველაფერს ერთ დიდ საინტერესო ისტორიად აქცევენ.  ეს იქნება ფესტივალის ამბავი, ECHOWAVES-ის ამბავი", - განაცხადა ბრანე კონსტადინოვმა.

კომპანია GWS ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას The Garden of Delights გამართავს

კომპანია GWS ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას The Garden of Delights გამართავს

4 საათის წინ

23 ივნისს, 18:00 საათზე ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველესი ღვინის ქარხნის ეზოში ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას სახელწოდებით, "ტკბობის ბაღი"/"“The Garden of Delights"...