ლაილა ო. გადი: მნიშვნელოვანია, არსებობდეს უფრო ეფექტიანი მექანიზმი, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის

ლაილა ო. გადი: მნიშვნელოვანია, არსებობდეს უფრო ეფექტიანი მექანიზმი, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის

ბავშვთა დაცვის დღეს გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული სოციალური ნორმების ცვლილებისკენ მიმართულ საკომუნიკაციო კამპანია "დაასრულე ძალადობა" დაიწყო.

კამპანია "დაასრულე ძალადობა" მიზნად ისახავს, ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული სოციალური ნორმების ცვლილებასა და საზოგადობაში ინფორმაციულობის დონის ამაღლებას. კერძოდ, რაც შეიძლება  მეტმა ადამიანმა შეიტყოს და მიმართოს  აღზრდის ალტერნატიულ, პოზიტიურ მეთოდებს და ქვეყანაში შექმნას ჯგუფები, რომლებიც ცვლილებების გამტარები იქნებიან სოციალური ნორმების ტრანსფორმაციის პროცესში.

"ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალადობისგან დავიცვათ ბავშვები და მოვახერხოთ მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. მე მზად ვარ ვიყო ამ კამპანიის ერთი რიგითი მონაწილე და მივმართო ძალისხმევა მყავდეს ბევრი თანამონაწილე ამ პროცესში იმიტომ, რომ ეს ის თემაა, რომელიც აერთიანებს ყველას, ყოველგვარი განსხვავებულობის მიუხედავად", - განმარტა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ პრობლემა ძალიან აქტუალური და კამპანიაში, რომლის განხორციელებასაც გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით იწყებს, ჩართული უნდა იყოს ძალიან ბევრი ადამიანი. "ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი თანამონაწილე იმისთვის, რომ დიალოგის ფორმა საზოგადოებასთან იყოს მუდმივი და შევთანხმდეთ იმ აუცილებელ პრინციპებზე, რომელმაც მინიმუმადე უნდა დაიყვანოს და საბოლოოდ აღმოფხვრას ბავშვთა მიმართ ძალადობა", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, გაეროს, გაეროს ბავშვთა ფონდს, ყველა პარტნიორ და საერთაშორისო მხარდამჭერ ორგანიზაციებს ხელისუფლებასთან იმ აქტიური თანამშრომლობისთვის, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.

"საქართველოში ძალადობა თითქმის ყველგან ხვდება, განსაკუთრებით კი, ოჯახებში. ჩვენ ვიწყებთ კამპანიას ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომლის მიზანია საზოგადოებაში არსებული სოციალური ნორმების ცვლილებები და ინფორმაციის გავრცელება, მნიშვნელოვანია, არსებობდეს უფრო ეფექტიანი მექანიზმი, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრეცენციისთვის", - კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ლაილა ო. გადი.

მნიშვნელოვანია, რომ კამპანია ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის "ადამიანის უფლებები ყველასათვის" ფარგლებში. კამპანია წლის ბოლომდე გაგრძელდება და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, თუ რა არის ბავშვთა მიმართ ძალადობა და შეთანხმებას, რომ ძალადობა მიუღებელია. კამპანიის ფარგლებში ბავშვები და მოზარდები მიიღებენ ინფორმაციას ძალადობისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაჭრან პრობლემები არაძალადობრივი გზებით. გაიმართება შეხვედრები მასწავლებლებთან, შეიქმნება სპეციალური სახელმძღვანელო სკოლებისთვის, კომიქსები მოსწავლეებისთვის, გაიმართება შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. დაგეგმილია ძალადობის საკითხებზე  დებატების გამართვა მოსწავლეებს შორის. კამპანიის ფარგლებში, გაიმართება დისკუსიები პროფესიული ჯგუფებთან (მასწავლებლები, სკოლის თანამშრომლები, სოციალური მუშაკები) და თემის წარმომადგენლებთან, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. იგეგმება მჭიდრო თანამშრომლობა მედიასთან, უნივერსიტეტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სკოლებში, ბავშვთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრა. მისი თქმით, როგორც ბულინგი ისე ფიზიკური ძალადობა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. "ბულინგი სკოლებში, ბავშვების მიმართ ძალადობა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური და შემთხვევების იდენტიფიკაციის მაჩვენებელი არის დაბალი, ხოლო პრევენციისთვის ძალიან ცოტა რამ კეთდება. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყოფნის სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების რაოდენობა, რომლებიც იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან. არ არსებობს შესაბამისი თავშესაფარი, თუნდაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. სამწუხაროდ, შარშან გაზრდილი იყო სუიციდის მაჩვენებელი არასრულწლოვნებს შორის. მაღალი იყო არასრულწლოვნებს შორის სუიციდის მცდელობათა მაჩვენებელიც", - განაცხადა ლომჯარიამ. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, საგანგაშოა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობაც. “მრავალი სკოლა არის სარეაბილიტაციო, ავარიული. 100-ზე მეტ სკოლას წყალი არ მიეწოდება და მოსწავლეები წყლის გარეშე არიან დარჩენილე. შშმ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა ასევე კრიტიკულია. მათ შორის, სასკოლო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა და ინკლუზიური განათლება", - განაცხადა ლომჯარიამ.

ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება სოციალური ნორმაა. ოჯახებსა და სკოლებში, ჯერ კიდევ, ხშირია ბავშვის დასჯა. ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირება, საზოგადოების მიერ ამ მოვლენის სრულად გაცნობიერება და ძალადობის მიმართ ნეგატიური განწყობის ფორმირება შეუძლებელია არსებული სოციალური ნორმების ტრანსფორმაციის გარეშე. სოციალური ნორმების ცვლილებისაკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია "დაასრულე ძალადობა" ინიცირებას გაუკეთებს საზოგადოებრივი დიალოგის პროცესს და შექმნის ქვეყანაში კრიტიკულ მასას შემდგომი ცვლილებების ხელშეწყობისათვის.

ბათუმში ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

ბათუმში ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

4 წუთის წინ

18-19 აგვისტოს, 15:00-დან 23:00 საათამდე, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება ბათუმში, ერას მოედანზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა...