Seedstars Tbilisi 2018-ის ფინალურ ღონისძიებას 29 მაისს ტექნო პარკმა უმასპინძლა

Seedstars Tbilisi 2018-ის ფინალურ ღონისძიებას 29 მაისს ტექნო პარკმა უმასპინძლა

10 საუკეთესო ფინალისტი სტარტაპი წარდგა საკუთარი პროექტებით სპეციალურად მოწვეული ჟიურის წინაშე. შეფასების კრიტერიუმებიდან გამომდინარე, აირჩა მხოლოდ 3 სტარტაპი. პირველ ადგილზე გასული სტარტაპი კი გახდა მთავარი პრიზის - რეგიონალური და მსოფლიო სამიტის ბილეთის მფლობელი, სადაც შესაძლებლობა ექნება 70+ ქვეყნის ფინალისტ სტარტაპთან ერთად წარადგინოს საკუთარი ქვეყანა და გახდეს $1,000,000 მფლობელი.

I ადგილი - STYX (გადაეცემა 70 000$-ის ღირებულების ამაზონის სერვისები);

II ადგილი - gamasin.ge (გადაეცემა 10 000$-ის ღირებულების ამაზონის სერვისები);

III ადგილი - MyDoc (გადაეცემა 10 000$-ის ღირებულების ამაზონის სერვისები).

"ისეთი პატარა კომპანიისთვის, როგორიც ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი გამარჯვება, რომელსაც წარმატების გზაზე მივაღწევთ, მითუმეტეს საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვება, ჩვენთვის არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. თუ შვეიცარიაში მოვიგებთ 1მლნ დოლარამდე ინვესტიციას, ძალიან სწრაფად გავხდებით გლობალური, საერთაშორისო კომპანია", - განაცხადა Navigator-თან საუბრისას STYX-ის ოპერაციების დირექტორმა ლაშა გორგოშიძემ.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოდან მაქსიმალურად კარგი სტარტაპები წარვადგინოთ მსოფლიო მასშტაბის კონკურსზე, რადგანაც ეს სტარტაპი არამხოლოდ ქართულ იდეას, არამედ ქვეყანაში არსებულ სტარტაპ ეკოსისტემასაც ასახავს. ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი უკვე მესამე წელია ატარებს Seedstars-ის ღონისძიებას საქართველოში. წელს გავაგრძელეთ მათთან  3 წლიანი კონტრაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის ჩათვლით, ჩვენ კიდევ 2 ღონისძიებას ჩავატარებთ და უფრო მეტ სტარტაპს მივცემთ საშუალებას, რომ დახვეწონ მათი იდეა და საერთაშორისო დონის ღონისძიებებში მოწინავე პოზიციები დაიკავონ", - სოფო შერგელაშვილი, პროექტის ორგანიზატორი.

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...