1 ივნისს "ლოპოტა სპა რეზორტი" მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლებს

1 ივნისს "ლოპოტა სპა რეზორტი" მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლებს

ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში, დღევანდელი დღე ერთ ერთი ასეთი დღეა, რომელიც ტრადიციულად გაგრძლედება.

დღევანდელი ღონსძიება ხორციელდება ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან ერთად - ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან", რომელიც  წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციის "SOS Children's Villages International" ადგილობრივ წარმომადგენლობას. ამჟამად, აღნიშნული ორგანიზაციის ქსელი ფუნქციონირებს მსოფლიოს 132 ქვეყანაში და სხვადასხვა მომსახურების გზითა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ზრუნავს მშობელთა მზრუნველობამოკლებულ და მიტოვების და/ან მშობელთან დაშორების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებზე.

ასოციაციის ერთ-ერთ პროგრამულ მიმართულებას წარმოადგენს ოჯახის გაძლიერების პროექტი, რომლის ძირითადი მიზანია დახმარება გაუწიოს მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ბავშვებსა და მათ ოჯახებს. პროექტში ერთიანდებიან 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები.

დღევანდელი ღონისძიება მოიცავს, ცხენებზე ჯირითს, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს, პურის ცხობას და ჩურჩხელების ამოვლებას. მსგავსი  საინტერესო და სახალისო აქტივობები   დაგეგმილია ივნისიდან რადგან "ლოპოტა სპა რეზორტი" ემზადება 10 წლის იუბილესთვის.

"ლოპოტა სპა რეზორტი"-ს ისტორია იწყება 2008 წლიდან სულ რამოდენიმე ნომრით. დღეს კი სასტუმრო შედგება 102 ნომრისგან. თვის ბოლოს დაგეგმილია ახალი დამატებითი 84 სასტუმრო ნომრის გახსნა და ღონისძიების დარბაზის, რომელიც დაიტევს 500 ადამიანს. სექტემრის თვეში იგეგმება შატო ბუერას (ღვინის საწარმო და რესტორანი) გახსნა, რომელიც იქნება გამორჩეული პროდუქტი.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

3 საათის წინ

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...