ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე 4-6 ივნისს თბილისში გაიმართება

ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე 4-6 ივნისს თბილისში გაიმართება

4-6 ივნისს თბილისში EuroDIG 2018 - "ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე" გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 500-ზე მეტი სტუმარი ევროპის ქვეყნებიდან და ევროსტრუქტურებიდან, მათ შორის ევროპის პარლამენტის წევრი (პოლონეთის რესპუბლიკის გაციფროვნების ყოფილი მინისტრი) მიხალ ბონი, ევროპის სატელეკომუნიკაციო ქსელების ოპერატორთა ასოციაციის (ETNO) გენერალური დირექტორი ლის ფური, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ვიცე პრეზიდენტი რაულ ეჩებერია და სხვა მაღალი დონის წარმომადგენლები.

ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, დიალოგის ფარგლებში განხილული იქნება ყველა ის საკითხი რაც ინტერნეტის მართვასა და ციფრული ეკონომიკის განვითარებას ეხება, კერძოდ: ადამიანის უფლებების დაცვა ინტერნეტში, გამოხატვის თავისუფლება, საავტორო უფლებების დაცვა, მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციები (GDPR), კიბერუსაფრთხოება, ინტერნეტთან და კონტენტთან წვდომა, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, სათემო ინტერნეტიზაცია, დომენები, ინტერნეტში ბავშვების დაცვა, ციფრული ეკონომიკა,  ელექტრონული კომერცია, ბლოკჩეინი, ციფრული წიგნიერება, ინოვაციები და ინტერნეტთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

საქართველოში ბოლო პერიოდში  ინტერნეტ მმართველობის რამდენიმე წარმატებული ფორუმის (GeoIGF) ჩატარების შემდეგ, რომლებმაც დადებითი საერთაშორისო გამოხმაურება და შეფასება მიიღო, ევროპული დიალოგის ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე საორგანიზაციო კომიტეტმა რიგით მე-11 EuroDIG 2018-ის თბილისში ჩატარების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ ამ რანგის და მნიშვნელობის ინტერნეტ ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება, ამასთან, EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტ საზოგადოებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ხოლო მეორე შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ტარდება.

ძირითად ღონისძიებას წინ უძღვის ახალგაზრდა თაობის დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე (YOUthDIG), რომელიც 2-4 ივნისს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში ჩატარდება.

ბათუმში ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

ბათუმში ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

5 წუთის წინ

18-19 აგვისტოს, 15:00-დან 23:00 საათამდე, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება ბათუმში, ერას მოედანზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა...