თიბისიმ "მრავალშვილიანი თიბისელების კლუბის" 90-მდე ახალი წევრი ორდენებით დააჯილდოვა

თიბისიმ "მრავალშვილიანი თიბისელების კლუბის" 90-მდე ახალი წევრი ორდენებით დააჯილდოვა

"მრავალშვილიანი თიბისელების კლუბს" წელს 90-მდე წევრი შეემატა. ტრადიციულად, კლუბის ახალ წევრებს სპეციალურად მათთვის დამზადებული ორდენები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ყოველ წელს იმართება. პროგრამის მიხედვით, თიბისის ყველა 3 შვილიანი თანამშრომელი ორდენით ჯილდოვდება. იმ თანამშრომელს, რომელსაც მეოთხე ან მომდევნო შვილი შეეძინება, თიბისისგან პრემიის სახით 10 000 ლარი გადაეცემა. ხოლო მეექვსე შვილის შეძენის შემთხვევაში, ბანკი თანამშრომელს 50 000 ლარით აჯილდოებს.

პროგრამის  მიზანია  ქვეყანაში დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესება და თანამშრომლებზე ზრუნვა. 600 000 ლარის ფინანსური მხარდაჭერა 48 მრავალშვილიან თიბისელს. ეს თიბისის შიდა სოციალური პროგრამის, "მრავალშვილიანი თიბისელების კლუბის" 5 წლის შედეგებია.

"მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი" მამუკა ხაზარაძის ინიციატივით 2013 წელს ჩამოყალიბდა, თიბისის  სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. კლუბი უკვე 400-მდე თიბისელს აერთიანებს.

ეროვნული ბანკი "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალისტად დასახელდა

ეროვნული ბანკი "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალისტად დასახელდა

21 ივნისი, 2018

საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე (Global Inclusion Awards) "ქვეყნის ჯილდოს" კატეგორიაში ფინალისტად მეორედ დასახელდა. ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოება ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და...