ქალაქ ქუთაისის მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

ქალაქ ქუთაისის მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მაისის შუადღის 13:00  საათიდან ფილტრაციისა და აღრიცხვის კვანძის ავარიულად დაზიანების გამო  ქალაქ ქუთაისის შემდეგი ქუჩებს დავით და კონსტანტინეს, ფოთის, თამარ მეფის, ლესელიძის, მჭედლიძის, ასლანიკაშვილის, გაბაშვილის, ვარლამიშვილის, ნიუპორტის, ბროსეს, სოლომონ I-ის, სოლომონ II-ის, ტიციან ტაბიძის, ბაგრატიონის, ზ. ანჯაფარიძის, გოგებაშვილის, ხახანაშვილის, როძევიჩის, მსინაურის, რესპუბლიკის, 26 მაისის, მწვანეყვავილას, აზერბაიჯანის, ბათუმის, დ. თავდადებულის, გვანცელაძის, შანიძის აღმართის, ცისფერყანწელების, წმ. ნინოს, წმ. სამების, ევდოშვილის,  წერეთლის ქუჩას ჩიხებითა და შესახვევებით, ახალგაზრდობის ქუჩას ჩიხებითა და შესახვევებით, დავით აღმაშენებლის ქუჩას დასაწყისიდან ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე, ასევე, შემდეგ სოფლებს გოდოგანს, კვახჭირს, ოდილაურს, ჭოგნარსა და რიონჰესის დასახლებას გაზმომარაგება შეუწყდათ. აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება 31 მაისის საღამოს 17:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...