"ზუკას თასი" ვითიბი ბანკის მხარდაჭერით გაიმართება

"ზუკას თასი" ვითიბი ბანკის მხარდაჭერით გაიმართება

3 ივნისს კაჭრეთში კომპლექს ამბასადორის ოლიმპიურ საცურაო აუზზე გაიმართება ზურაბ სახელაშვილის სახელობის ტურნირი მინი წყალბურთში. შეჯიბრი მეთორმეტედ ტარდება და პირველად გასცდა თბილისის ფარგლებს. წყალბურთელის ზუკა სახელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი წყალბურთში ყოველწლიურად იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

შეჯიბრი შერეული სისტემით, მინი წყალბურთის წესებით ტარდება. ტურნირში მონაწილეობენ გუნდები: დინამო, ლოკომოტივი, თბილისის თბილისი,ზუკას მეგობრების გუნდი, ზვიგენები, ეროვნული ნაკრები.

ზუკას თასში არა მხოლოდ გამოცდილი და ვეტერანი საპორტსმენები, არამედ ახალგაზრდა დამწყები წყალბურთელებიც მონაწილეობენ.  ტურნირი ყოველწლიურად გამოავლენს სხვადასხვა გამარჯვებულს. ზუკას თასი ეს არის ტურნირი ყველა თაობის წყალბურათელებისთვის. იქ სადაც ლეგენდარული სპორტსმენები ახალგაზრდებს ხვდებიან და ეჯიბრებიან,  ტურნირი ყველა თაობის წყალბურთელსა და  ქომაგს აერთიანებს.

შეჯიბრში გამარჯვებლი გუნდს გადაეცემა გარდამავალი თასი, ასევე ჯილდოვდებიან საუკეთესო ბომბარდირი, მოთამაშე და მეკარე.

ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამმართველოს ხელძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა განაცხადა - მოხარულები ვართ რომ "ზუკას თასის" გენერალური სპონსორები გავხდით. ვითიბი ბანკი სპორტს უმნშვნელოვანეს მხარდაჭერას უწევს, ახლა ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს "ზუკას თასიც" შეუერთდა. წარმატებას უსურვებთ სპორტსმენებს და ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წყალბურთის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000-ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...