გურჯაანში ყურძნისა და ხილის კონცენტრატის საწარმო აშენდება

გურჯაანში ყურძნისა და ხილის კონცენტრატის საწარმო აშენდება

სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გურჯაანში ყურძნისა და სხვადასხვა ხილის კონცენტრატის საწარმოს აშენება იგეგმება. ინვესტორი საწარმოს ასაშენებლად და საქმიანობის დასაწყებად 967 692 ლარის ინვესტიციას განხორციელებს და 40 რეგიონში ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. საწარმო ევროკავშირის მიერ სერტიფიცირებული ლაბორატორიით იქნება აღჭურვილი, რომელიც  მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში  ქალაქ გურჯაანში, დ. აღმაშენებლის ქუჩა #95-ში მდებარე 9 884 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები შპს "ჯიემ სვით ენდ დრინქსს" გადასცა.

შეგახსენებთ, რომ "აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია 358 პროექტი,  რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 870 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით ჯამში  14 000- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...