გიორგი ვაშაძე: "ახალი საქართველოს" იდეას გაერთიანებაზე მოსახლეობის 57% უჭერს მხარს

გიორგი ვაშაძე: "ახალი საქართველოს" იდეას გაერთიანებაზე მოსახლეობის 57% უჭერს მხარს

"ახალი საქართველოს" ლიდერი, აირაის კვლევებს ეხმაურება. გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს გამოქვეყნებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსხლეობის უმრავლესობა, ერთადერთ გამოსავლად, ოპოზიციის გაერთიანებას მიიჩნევს.

"ხალხის უმრავლესობა, უკიდურესად ნეგატიურად აფასებს შექმნილ ვითარებას და ასევე, მათი უმრავლესობა ერთადერთ გამოსავლად, ოპოზიციის გაერთიანებას მიიჩნევს. აირაის კვლევებმა, კიდევ ერთხელ დაგვანახა ის რასაც ჩვენ ბოლო ორი წელიწადია ვამბობთ. ხალხის აბსოლიტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ დღეს ქვეყნაში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა - ხელისუფლება  აღარ უსმენს ხალხს.

გამოკითხული მოსახლეობის 57% თვლის, რომ  საპრეზიდენტო არჩევნებზე, ოპოზიციას უნდა ჰყავდეს საერთო კანდიდატი. უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯები. 9 სუბიექტთან ერთად, საერთო კანდიდატის გამოვლენის თაობაზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. ჩამოვაყალიბეთ ღია პლატფორმა, რომელსაც  ჯერ სახელიც კი არ აქვს. ვართ ღია და ველოდებით სხვა პარტიებსაც.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, გაითვალისწინონ საზოგადოების დაკვეთა და დროულად შემოუერთდნენ აღნიშნულ პროცესს. ვინც უსმენთ ხალხს და ფიქრობთ, რომ უნდა დავიწყოთ განვითარების ახალი ეტაპი, შემოგვიერთდით. მოდით, პრაიმერის გზით შევარჩიოთ ერთიანი კანდიდატი და დავიწყოთ განვითარების ახალი ეტაპი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სწორი იდეა  ჩვენს მხარესაა. მიმაჩნია, რომ ყველას, ვინც ამ პროცესს  შემოუერთდება, რეალურად შესტკივა გული  საქართველოზე. პარტიები, კი რომლებიც ამ პროცესებს სხვადასხვა მიზეზებით გამოეთიშებიან, თამაშობენ ხელისუფლების თამაშს.

ძალების კონსოლიდირება არის ერთადერთი გამოსავალი ამ ხელისუფლებასთან ბრძოლის. მხოლოდ ერთიანი ძალებით შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...