"მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ თანაბრად განვითარდეს როგორც ქალაქი, ისე - სოფელი"

"მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ თანაბრად განვითარდეს როგორც ქალაქი, ისე - სოფელი"

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ქვეყანაში გაგვაჩნია, ეს არის თანაბარი გადანაწილება იმ დოვლათის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იქმნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაა ინკლუზიური ზრდა და ამ  მიმართულებით, რა თქმა უნდა,  მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ თანაბრად განვითარდეს როგორც ქალაქი, ისე სოფელი", - გაანცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ბრიფინგი 2018 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის წინასწარ მაჩვენებელს შეეხებოდა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველი ოთხი თვის მაჩვენებელს, იანვარ-აპრილის საშუალო ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა.

ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

2 საათის წინ

საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. თბილისი-მასკატი-თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ რეისებს ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Salam Air ასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს...