ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

"სტარტაპ კვირეული", რომელიც 5 დღის განმავლობაში თბილისის ტექნოპარკში მიმდინარეობდა, დასრულდა. ეს იყო პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის  გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში  შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

"სტარტაპ" კვირეულმა შეიქმნა სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეებმა ერთმანეთს გააცნეს თავიანთ საქმიანობა და დაამყარეს საქმიანი კავშირები. 5 დღის განმავლობაშისტარტაპერები გაეცნენ ყველა შესაძლებლობას, რასაც მათ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე. დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესიონალი უცხოელი მენტორებისგან ინდივიდუალური კონსულტაციები მიეღოთ.

"სტარტაპ კვირეული" შედეგზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც  რეგულარულ სახეს მიიღებს დაწელიწადში ორჯერ ჩატარდება. პროექტი თბილისის შემდეგ  უკვე ზუგდიდში გადაინაცვლებს, სადაც ანალოგიური ღონისძება 26-29 ივნისს გაიმართება.

"სტარტაპ კვირეულის" შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.startupweek.ge.

ეროვნული ბანკი "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალისტად დასახელდა

ეროვნული ბანკი "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალისტად დასახელდა

21 ივნისი, 2018

საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე (Global Inclusion Awards) "ქვეყნის ჯილდოს" კატეგორიაში ფინალისტად მეორედ დასახელდა. ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოება ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და...