"ნენსკრა ჰესი საქართველოსთვის უნიკალური პროექტია"

"ნენსკრა ჰესი საქართველოსთვის უნიკალური პროექტია"

სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია ‎K-Water‬-თან ერთად მდინარე ენგურის შენაკადზე აშენებს. ჰესის პოტენციალზე "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა საუბრობს.

- ქალბატონო ნათია, როგორ შეაფასებთ ქვეყანაში ისეთი ინვესტორის მნიშვნელობას, როგორიც K-Water-ია?

-"საპარტნიორო ფონდი", ძალიან ამაყია, რომ ასეთი პარტნიორები ჰყავს. ეს არის მეგაკომპანია, რომელზეც კორეაში ელექტროენერგიის მიწოდების 60% მოდის. კომპანიას 20 მილიარდი აშშ დოლარის აქტივები და ძალიან მაღალი საერთაშორისო რეიტინგი აქვს, მაგრამ საქმე მარტო ამაში არ არის, საქმე ის არის, რომ ეს ძალიან ძველი ტრადიციული კომპანიაა, რომელიც 50 წლის ხდება. მათ ძალიან მდიდარი წყლის ნაგებობების მშენებლობის მართვის ტრადიცია აქვთ. ჩვენ პირველად 2013 წლის მიწურულს შევხვდით ერთმანეთს და მათთან მუშაობის პროცესში "ნენსკრას" განვითარების პროექტის წამყვანი ლაიტმოტივი ყოველთვის უსაფრთხოების თემები იყო, - იქნებოდა ეს ტექნიკური უსაფრთხოება, თუ გარემოს დაცვითი უსაფრთხოება.

-"საპარტნიორო ფონდმა" რა ტიპის გამოცდილება მიიღო ისეთ ინვესტორთან ურთიერთობაში, როგორიც K-Water-ია?

- თვითონ "ნენსკრას" პროექტი საქართველოსთვის გარკვეულწილად უნიკალურია და ამიტომ თავისთავად ეს გამოცდილების ძალიან დიდი წყაროა. გარდა იმ სიკეთეებისა, რასაც იგი ქვეყანას მოუტანს, ეს საინტერესო პროექტია. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი სკოლა იყო, რადგან K-Water-ის გარდა, აღნიშნულ პროექტში იმ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ვარსკვლავური ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც საქართველოში წარმოდგენილია.

-რა არის აღნიშნულ ფორმატში პროექტისთვის უნიკალური?

-შეიძლება ის საქართველოს ენერგეტიკისთვის იყოს უნიკალური, რადგან ჩვენ ჯერჯერობით BOT სტრუქტურა არ გამოგვიყენებია, მსოფლიოში კი ეს საკმაოდ მიღებული ფორმაა. 36 წლის შემდეგ, სრულიად უფასოდ გამართულ, მუშა მდგომარეობაში ჰესი საქართველოს სახელმწიფოს დაუბრუნდება. სახელმწიფო ხედავს პერსპექტივას, რომ შემდეგი თაობა ამ დენს ისე მიიღებს, როგორც დღეს "ენგურისგან" იღებს და შედეგად უფრო გაბედულად დაუჭერს მხარს ინვესტორს. რეალურად სახელმწიფოს სიკეთე და ინტერესი აქ უფრო მაღალია.

-ამ ყველაფრის მიღმა ბევრი სიკეთეა, რომელსაც ადგილზე რეგიონი იღებს...

-ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გავლენას ახდენს სოფლებზე და დასახლებულ პუნქტებზე. ჩვენ ერთობლივად შევეცადეთ, რომ ეს გავლენა მხოლოდ პოზიტიური ყოფილიყო. ლოკაცია ისე არის შერჩეული, რომ დასახლებულ პუნქტებს აცდენილია. ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნული პროექტი არა მარტო მოუტანს სიკეთეს, არამედ უკვე მოაქვს. პროექტის პრიორიტეტია საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, რაც კომერციულადაც მომგებიანია.

აღნიშნული პროექტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება, რადგან უსაფრთხოების გარეშე განვითარება ძალიან რთულია. ამ შემთხვევაში ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ და დღეს ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი ძალიან მზარდია. საქართველოში ბევრი მცირე ელექტროსადგური ვითარდება, ბევრი ინვესტორი გვყავს, მაგრამ მცირე ჰიდროსადგურები ზამთარში ელექტროენერგიის მასიურ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფენ. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ჩვენი ენერგობაზარი თუნდაც 2/3-ით ერთ კონკრეტულ ჰიდროელექტროსადგურზე -"ენგურზე" არის დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ "ენგურმა" რეაბილიტაცია განიცადა და კარგ მუშა მდგომარეობაშია, იგი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და აქედან გამომდინარე მისი მდებარეობაც საკმაოდ პრობლემურია. თუ უახლოეს 5-7 წელიწადში "ენგურს" გვერდში არ ამოუდგა ისეთი ელექტროსადგური, როგორიც "ნენსკრაა", მაშინ შეიძლება გარკვეული პრობლემები გაჩნდეს და იმპორტზეც მეტად გავხდეთ დამოკიდებული. "ნენსკრა" პირველი მერცხალია და იგი მართლაც კატალიზატორი იქნება სხვა მსხვილი სადგურებისთვის. "ნენსკრას" ალბათ მოყვება "ხუდონი", "ნამახვანი" "ონის კასკადი" და ქართულ ელექტროენერგეტიკას საფრთხე აღარ დაემუქრება.

წყარო: BUSINESS MEDIA 

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...