ქუმსიშვილი: ნაბიჯები, რომელიც იდგმება საბანკო სექტორში, ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების დაცულობას

ქუმსიშვილი: ნაბიჯები, რომელიც იდგმება საბანკო სექტორში, ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების დაცულობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა, კომენტარი გააკეთა საბანკო-საფინანსო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებების, განსაკუთრებით, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესის გადახედვის შესახებ.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სადღეისოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე არის გადადგმული. შედეგად, მთელი საბანკო და არასაბანკო სექტორი ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ არის მოქცეული და მასვე გააჩნია ადმინისტრირების შესაძლებლობა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მომდევნო ნაბიჯი, რომლის გადადგმაც იგეგმება, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებას შეეხება. მისი შეფასებით, ეს უნდა იყოს სესხების პასუხისმგებლიანი გაცემა და ნაბიჯები, რომელიც იდგმება ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების დაცულობას.

"ეროვნული ბანკმა რამდენიმე ხნის წინ შემოიღო რეგულაციები, რომლის თანახმადაც ბანკებს საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტის ოდენობით არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემა შეეზღუდათ. ასევე შემოღებული იქნა ახალი რეგულაციები, როგორიცაა გადახდის და შემოსავლის კოეფიციენტი, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ავალდებულებს, რომ მათ შეამოწმონ ადამიანის გადახდისუნარიანობა და მხოლოდ, ამ შემთხვევაში, გასცენ კრედიტი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, "თავისთავად ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს, რომელსაც კრედიტის დაფარვის შესაძლებლობა არ აქვს, კომერციულმა ბანკმა ან სხვა სტრუქტურამ, იგივე ლომბარდმა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, სესხი არ უნდა მისცეს. საბოლოო ჯამში, ეს არის ჩვენი მომხმარებლების დაცვა".

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

2 საათის წინ

მიმდინარე წლის 21 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ ხონში კერძოდ, აღმაშენებელს, გურამიშვილს, კაკაბაძეს, ხობუას, ტიციან ტაბიძეს, ჭანტურიას, ახალშენს, დედალაურსა და პატარა კუხს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...