ქუმსიშვილი: ახალი წესები საბანკო ჰოლდინგებსა და კომპანიებს უფრო მკვეთრად გამიჯნავს

ქუმსიშვილი: ახალი წესები საბანკო ჰოლდინგებსა და კომპანიებს უფრო მკვეთრად გამიჯნავს

"პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ბანკებმა აკეთონ თავიანთი მიმართულება, ხოლო არაპროფილური საქმიანობა უკვე გააგრძელონ იმ კომპანიებმა, რომლებსაც ამის საკანონმდებლო შესაძლებლობაც აქვს და განვითარების პერსპექტივაც", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც 29 მაისს ლონდონში, საფონდო ბირჟაზე კომპანია "ქართული კაპიტალის" პრემიურ ლისტინგში აქციების განთავსების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

"დღეს მოხდა საბანკო ჯგუფის პირველი სტრუქტურული დაყოფა. შედეგად, მივიღეთ ორი კომპანია, რომელიც არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ სეგმენტში და გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ ერთი კარგი ჯანმრთელი კომპანია ეკონომიკის რეალურ სექტორში, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ განვითარდეს. დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული კაპიტალი" იქნება წარმატებული კომპანია. რომელიც ეკონომიკის რეალურ სექტორში მნიშვნელოვან მიღწევებს მიაღწევს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და დამატებით ღირებულებას", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

"ასევე მინდა მოგახსენოთ იმ ახალ მიმართულებებზე, რომლებზეც დღეს ჩვენ ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან ერთად. ცვლილებები შედის 2017 წლის დეკემბერში მიღებული კანონმდებლო პაკეტში. კერძოდ,  საბანკო ჰოლდინგებთან მიმართებაში შემოვა დამატებითი წესები, რომელიც კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯნავს საბანკო ჰოლდინგებს და ეკონომიკის რეალური სექტორის კომპანიებს იმისათვის, რომ რეალურ სექტორს მეტი განვითარების შესაძლებლობა მიეცეს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

2 საათის წინ

საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. თბილისი-მასკატი-თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ რეისებს ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Salam Air ასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს...