ორხევის დასახლებაში  პროტეინების და საკვები დანამატების საწარმო გაიხსნება

ორხევის დასახლებაში პროტეინების და საკვები დანამატების საწარმო გაიხსნება

საქართველოში  პროტეინებისა და საკვები დანამატების პირველი საწარმო აშენდება. საწარმოს ასაშენებლად და ოპერირების დასაწყებად კომპანია 1 733 100 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმო პროტეინებს, ვიტანიმების კომპლექს, კრეატინებს, ამინომჟავებსა და სხვადასხვა სახის საკვებ დანამატებს აწარმოებს, რომელთა წლიური მოცულობა 30 ტონას შეადგენს.

ამ ეტაპზე ამიერკავკასიაში არ არსებობს საკვები დანამატების მწარმოებელი ქარხანა, თუმცა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარობის მატებასთან ერთად დიდია მოთხოვნა და აღნიშნული პროდუქციის 100% იმპორტირებულია. საქართველოში წარმოებული პროტეინები და საკვები დანამატები კი ნაწილობრივ ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქციას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შპს „კომპავა ჯორჯიას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ორხევის დასახლებაში მდებარე 4 800 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა გადასცა.

შეგახსენებთ, რომ "აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია 357 პროექტი,  რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 870 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით ჯამში  14 000- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

10 სარგებელი ლუდის მოყვარულთათვის

10 სარგებელი ლუდის მოყვარულთათვის

4 საათის წინ

წარმოგიდგენთ 10 მიზეზს თუ რატომ არის ლუდი ზომიერად მოხმარების შემთხვევაში სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  ეს სტატია არ არის სმისკენ მოწოდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ მიირთმევთ...