ვითიბი ბანკმა სტუდენტები მასტერკლასზე მიიწვია

ვითიბი ბანკმა სტუდენტები მასტერკლასზე მიიწვია

ვითიბი ბანკმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კულტურის მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტები, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ცნობილი მხატვრის ნინა პერის მასტერკლასზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

მასტერკლასის თემა  - "მათი დრო მოვიდა" ეხმიანება 17 მაისს გახსნილ გამოფენას, რომელიც ეფუძნება ცოლების მკვლელ ბოროტ ქმარზე დაწერილ ცნობილ ფრანგულ ზღაპარს "ლურჯწვერა" და წარმოადგენს "ლურჯწვერას" ყველაზე ცნობილი პროტოტიპის ინგლისის მეფის ჰენრი VIII-ის და მის ცოლების, პორტრეტების თემატურ სერიას. ასევე ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა ნახატებს.

სტუდენტებმა დაათვალიერეს გამოფენა და მხატვართან ერთად იმსჯელეს ძალადობის თანამედროვე გამოვლინებაზე, რადგან სწორედ ამ წარმოსახვით შეიქმნა აღნიშნული პორტრეტების სერია, მხატვარი შეეცადა გადმოეცა თუ როგორი იქნებოდა თანამედროვე "ლურჯწვერა" და მისი ცოლები.

ვითიბისთვის უარღესად მნიშვნელოვანია სწორი ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბება ახალგაზრდებში, სწორედ ამიტომ მოიწვია ბანკმა სტუდენტები ნინა პერის მასტერკლასზე, რომლის განმავლობაშიც ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე ისაუბრეს როგორიცაა ძალადობა. ექპოზიციაში წარმოდგენილი მხატვრის ნამუშვერების  ინსპირაციაც ძალადობის თანამედროვე გააზრება გახდა - განაცხადა ვითბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთნ ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელამ შოთა მაჭავარიანმა.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...