ანა კობახიძე: მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება მიკერძოებლად და არასამართლიანად

ანა კობახიძე: მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება მიკერძოებლად და არასამართლიანად

პოლიტიკური პლატფორმა - "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს. ანა კობახიძე, 2017 წელს,  საარჩევნო კოდექსში განხორცილებელულ ცვლილებებს არასამართლიანს უწოდებს და მოახლოებული არჩევნებისთვის, სამუშო ჯგუფის შექმნას ითხოვს.

ანა კობახიძის განცხადებით, ე.წ ნეიტრაული წევრების გარდა "ქართული ოცნება" ყველა დონის საარჩევნო კომისიაში 3 წევრით არის წარმოდგენილი, ხოლო სხვა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები თითო-თითო წევრით, რაც "ახალი საქართველოს" წევრის თქმით, დაუშვებელია.

"უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, საკონსტიტუციო  და  ორგანული კანონის "საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებები, ოპოზიციას  უტოვებს განცდას, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება მიკერძოებლად და არასამართლიანად.

ჩვენ მივმართავთ და მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს, შედგეს სამუშაო ჯგუფი და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს  საარჩევნო კოდექში შესატანი ცვლილებების ინიცირება. სახელისუფლებო პარტიის მიერ, სრულად კონტროლირებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება გამჭირვალე", - განაცხადა ანა კობახიძემ.

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

13 საათის წინ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...