ქუმსიშვილი: სახელმწიფო სტარტაპებს შესაძლებლობას მისცემს, რეალურად მოხდეს მათი იდეების განვითარება

ქუმსიშვილი: სახელმწიფო სტარტაპებს შესაძლებლობას მისცემს, რეალურად მოხდეს მათი იდეების განვითარება

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა. პროგრამის ფარგლებში სულ 18 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოპარკში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოში სტარტაპ და ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დღეს კარგი დღე გვაქვს, რადგან ჩვენ ერთხელ კიდევ გამოვავლინეთ ყველაზე ნიჭიერები, ყველაზე მონდომებულები, ის ადამიანები, რომლებმაც შეფასების რთული პროცესი გაიარეს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ისინი ღირსეულები არიან  იმისათვის, რომ მიიღონ მხარდაჭერა, ღირსეულები იმისათვის, რომ მიიღონ დამატებითი ცოდნა და საბოლოო ჯამში მათ პროექტებს ჰქონდეს ის წარმატება, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ჩვენ დღეს გამოვავლინეთ გამარჯვებულები - ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო გადასცემს თანხას, თუმცა, თანხასთან ერთად, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სახელმწიფო მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ რეალურად მოხდეს მათი იდეების განვითარება და მე ეს ძალიან მახარებს", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც პირველმა ვიცე პრემიერმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს სტარტაპ და ინოვაციური ეკოსისტემების მხარდაჭერის მიმართულებით.

"დღეს ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ იმ განვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გასაკეთებელი ძალიან ბევრი გვაქვს და ჩვენ გავაგრძელებთ  ყოველდღიურად მუშაობას როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის კუთხით, ისე ახალი ინსტრუმენტების შესაქმნელად, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება სტარტაპების მხარდასაჭერად", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...