სემეკის წევრი მაია მელიქიძე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი მაია მელიქიძე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, რომელიც პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მაია მელიქიძის მოდერატორობით მიმდინარეობს პანელური დისკუსია ენერგო უსაფრთხოების საკითხებზე, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები მსჯელობენ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ ენერგოუსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევებზე. ეკონომიკური ფორუმის - "კრინიცას ეკონომიკური ფორუმი თბილისში" მიზანია ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნა და საქმიან წრეებს შორის თანამშრომლობის განვითარება.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სლოვაკური და პოლონური ბიზნეს დელეგაციის 100-მდე წევრი. ასევე, ღონისძიებას ესწრებიან ბელორუსიის, სომხეთისა და თურქეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. ფორუმი გახსნეს საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბათუმში ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

ბათუმში ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

6 წუთის წინ

18-19 აგვისტოს, 15:00-დან 23:00 საათამდე, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება ბათუმში, ერას მოედანზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა...