კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 478.0 მილიონი ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 478.0 მილიონი ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2018 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით 478.0 მლნ ლარით (2.2 პროცენტით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 22.7 მლრდ ლარს მიაღწია.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 207.8 მლნ ლარით (2.1 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 270.2 მლნ ლარით (2.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით გაიზარდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.1 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

2018 წლის აპრილის განმავლობაში 2.5 პროცენტით ანუ 297.0 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 12.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.73 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.03 პროცენტული პუნქტით.

ეროვნული ბანკი "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალისტად დასახელდა

ეროვნული ბანკი "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალისტად დასახელდა

21 ივნისი, 2018

საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე (Global Inclusion Awards) "ქვეყნის ჯილდოს" კატეგორიაში ფინალისტად მეორედ დასახელდა. ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოება ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და...