მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში "გურიელი თავისუფალი საქართველოსთვის" პრეზენტაცია გაიმართა

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში "გურიელი თავისუფალი საქართველოსთვის" პრეზენტაცია გაიმართა

2018 წლის 25 მაისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლისადმი მიძღვნილი პროექტის "გურიელი თავისუფალი საქართველოსთვის" პრეზენტაცია. 

პროექტის ფარგლებში ჩაის ქართული ბრენდის "გურიელი"-ს მიერ შეიქმნა საიუბილეო სერია "პრინცი გურიელი - საუბილეო 100".

"საიუბილეო 100" - უნიკალური პროდუქტია  თავისი საგემოვნო თვისებებით. ის აერთიანებს კლასიკური ჩაის, ხილის ჩირს და მცენარეებს საქართველოს ყველა კუთხიდან, სწორედ  ამით ის გამოირჩევა "გურიელი"-ს მიერ ყველა აქამდე შექმნილი ჩაის პროდუქტებისაგან. "საიუბილეო 100" არის სპეციალური რეცეპტურით შექმნილი შავი ჩაის, გრეიფფრუტის, აკაციის ყვავილის, ველური ვაშლის, კუნელის, ბროწეულის კანის, ცაცხვის ყვავილის, ასკილის, მოცვის, ქაცვის, მანდარინის, დიდგულას ყვავილის კუპაჟი.

"პრინცი გურიელი - საიუბილეო 100" ლმიტირებულია და მხოლოდ 7 000 ცალი არის გამოშვებული. თუნუქის ქილის შეფუთვა დამშვენებულია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გერბზე გამოსახული თეთრი გიორგის და საქართველოს გერბზე გამოსახული წმინდა გიორგის ვერცხლისფერი მოზაიკური გამოსახულებით. სპეციალურად ამ შეფუთვისათვის "პრინცი გურიელი"-ს ლოგო პირველად არის წითელი ფერის.

კომპანიის გადაწყვეტილებით ამიერიდან "საიუბილეო" ყოველწლიურად გამოვა მაისის თვეში და მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლის ღირშესანიშნავი იუბილესათვის სპეციალურად შეიქმნა მოკლე დოკუმენტური ფილმები, რომელიც გვიჩვენებს დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებას თავისუფლებისაკენ, დამოუკიდებელი ქვეყნის აღმშენებლობისაკენ. 

მოკლე დოკუმენტური ფილმების ნახვა შესაძლებელია სოციალური ქსელ Facebook-სა და Youtube-ზე.

წარდგენაზე ასევე გაიმართება ახალი პროდუქტის "პრინცი გურიელის - საიუბილეო 100"-ის დეგუსტაცია და პროექტის ფოტო გამოფენა.

ჩვენი თანამოქალაქეებისათვის და სტუმრებისათვის ახალი პროდუქტის შეძენა შესაძლებელი იქნება 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე განთავსებულ "გურიელი"-ს სტენდზე, 28 მაისიდან კი პროდუქტი ხელმისავდომი იქნება საქართველოს სავაჭრო ქსელში.

26 მაისს ასევე შესაძკლებელი იქნება "საიუბილეო 100"-ის დეგუსტაცია და პროექტში "გურიელი თავისუფალი საქართველოსთვის" მონაწილეობის მიღება.

"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

10 საათის წინ

"ვენდი" და "დანკინ დონატსი" აგრძელებს თანამშრომლობას Menu.ge-სთან და თბილისის გარდა ახლა უკვე ბათუმში, ზღვის სანაპიროზეც შეგიძლიათ ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს მიღება უფასო კურიერული მომსახურებით. უგემრიელესი ბურგერებისა და...