მამუკა ბახტაძე: საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი, სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება

მამუკა ბახტაძე: საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი, სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება

"საბანკო და ფინანსურ  სექტორში ახალი სამართლიან თამაშის წესები მკვიდრდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან მთავრობის სხდომაზე წარდგენილ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს.

"პირველი - ვერცერთი გამსესხებელი დაგირავებული ნივთის გარდა,  სხვა ქონებას ვეღარ  მოითხოვს, მეორე - ლომბარდებს და გამსესხებლებს, ე.წ კერძო მევახშეებს, ეკრძალებათ უძრავი და მოძრავი ქონების დალომბარდება; 50%-მდე მცირდება სესხის წლიური ეფექტური განაკვეთი, ნაცვლად დღეს არსებული 100%-ისა. მცირდება ჯარიმების ოდენობა და ყველა ფინანსურ ინსტიტუტს თუ კერძო გამსესხებელს, აეკრძალება ჯარიმის დაკისრება სესხის მთლიან თანხაზე.

ახალი, სამართლიანი თამაშის წესები ვრცელდება საბანკო სექტორზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, საკრედიტო კავშირებზე, ლომბარდებსა და კერძო გამსესხებელზე, ე.წ მევახშეებზე. ვისაც  სურს გააგრძელოს სალომბარდე საქმიანობა, ექნებათ ვალდებულება,  გონივრულ ვადაში უზრუნველყონ ერთიანი კომპიუტერული სისტემის შექმნა, სადაც ასახული იქნება ყველა ე.წ დალომბარდებული ნივთი, იმ მიზნით, რომ გამოვრიცხოთ კრიმინალური შემთხვევების ალბათობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მისი  თქმით, საკითხის გარშემო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 29 მაისს, გაკეთდება პრეზენტაცია, სადაც საზოგადოება დეტალურად გაეცნობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებულ  პრინციპებს.

"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

10 საათის წინ

"ვენდი" და "დანკინ დონატსი" აგრძელებს თანამშრომლობას Menu.ge-სთან და თბილისის გარდა ახლა უკვე ბათუმში, ზღვის სანაპიროზეც შეგიძლიათ ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს მიღება უფასო კურიერული მომსახურებით. უგემრიელესი ბურგერებისა და...