ქუმსიშვილი: რეფორმები, რომლებსაც ენერგეტიკაში გავატარებთ, ბაზრის ლიბერალიზაციას გამოიწვევს

ქუმსიშვილი: რეფორმები, რომლებსაც ენერგეტიკაში გავატარებთ, ბაზრის ლიბერალიზაციას გამოიწვევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს თბილისში სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სამიტი გახსნა. ღონისძიებაში ქართული მხარის გარდა მონაწილეობენ აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობების  და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ფორუმზე განიხილება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და კავშირების განვითარების საკითხები,  ასევე რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაუმჯობესების გზები, ენერგეტიკული უსაფრთხოების  გაძლიერება და ბუნებრივი აირის/ელექტროენერგიის მიწოდების მდგრადობა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აქცენტი გააკეთა რეგიონალურ თანამშრომლობაზე, რაც ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ, ასევე მარეგულირებელ საკითხებს და დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიისა და სამეზობლო ქვეყნებისთვის ენერგეტიკული მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

"სამხრეთ კავკასიის მაღალი დონის დიალოგი „ევროპა ენერგეტიკისთვის" - ეს არის პლატფორმა, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ჩვენი ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე ვსაუბრობთ ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ. ამ პლატფორმის მთელი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკული ბაზრები არის მცირე და შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვექნება ერთმანეთთან კარგი კავშირები და ჰარმონიზებული კანონმდებლობა, ინვესტორები უფრო თამამად განახორციელებენ ინვესტიციებს ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკულ ბაზრებზე. შესაბამისად, საბოლოოდ მომხმარებელი უფრო კონკურენტუნარიანი ფასით მიიღებს ენერგომატარებლებს, მათ შორის ელექტროენერგიას", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს პირველი ვიცე პრემიერის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი საკითხებია, თუ რა ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს და როგორ მოხდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

"ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ვალდებულება გვაქვს აღებული. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრები, შესაბამისად, საკმაოდ მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ გავატარებთ შემდეგი 2 წლის და შემდგომ კიდევ 5 წლის განმავლობაში, რამაც ბაზრის სრული ლიბერალიზაცია უნდა გამოიწვიოს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს უფრო კონკურენტული ფასით და შესაბამისად, სწორი გადანაწილებით მიეწოდოს ენერგეტიკული რესურსები", - აღნიშნავს ქუმსიშვილი.

ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

2 საათის წინ

საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. თბილისი-მასკატი-თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ რეისებს ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Salam Air ასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს...