ვითიბი ბანკის მხარდაჭერით იტალიური ხელოვნების უნიკალური გამოფენები გაიხსნა

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით იტალიური ხელოვნების უნიკალური გამოფენები გაიხსნა

25 მაისს, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ეროვნულ გალერეაში იტალიური ხელოვნების სამი უნიკალური გამოფენა გაიხსნა. ამჯერად ქართველ დამთვალიერებელს თბილისში ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და ბევრი სხვა დიდოსტატის ნამუშევარს ხილვის შესაძლებლობა მიეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

აღორძინების ეპოქიდან ბაროკომდე, ვენეციური მხატვრობიდან თანამედროვე ექსპერიმენტებამდე - სამი ახალი გამოფენა, რომელიც მაისიდან აგვისტოს ბოლომდე გაიმართება.

"ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით" (15.05.2018 - 05.08.2018) - ნახატი "ღვთისმშობელი ყრმით" ("მადონა ალბერტინი") დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება.

"რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები" (25.05.2018 - 26.08.2018)  - ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის შესანიშნავი გამოფენა. ნამუშევრების ავტორებს შორის არიან რენესანსის გასაოცარი პერიოდის ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.

"Evidence. A New State of Art" (25.05.2018 - 26.08.2018) - გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს.

აღნიშნული გამოფენები საქართველოში იტალიის საელჩოსა და ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და ხორციელდება პროექტ Check-in-Georgia-ს ფარგლებში. მხარდამჭერი ვითიბი ბანკია.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

ეროვნული ბანკი "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალისტად დასახელდა

ეროვნული ბანკი "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალისტად დასახელდა

21 ივნისი, 2018

საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე (Global Inclusion Awards) "ქვეყნის ჯილდოს" კატეგორიაში ფინალისტად მეორედ დასახელდა. ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოება ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და...