საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს მიღების თაობაზე. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა. Global Finance-ის სარედაქციო კოლეგიამ მოახდინა ბაზრის კვლევისა და საექსპერტო წყაროების შესწავლა, ასევე, ბანკებისა და თავად მომხმარებლების მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის ანალიზი, რათა გამოევლინა ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში საუკეთესო მომსახურებას.

"ამ აღიარებით  ჩვენ ვაჯილდოვებთ ბანკებს, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნები, მუდმივად ზრდადი და კომპლექსური ბაზრის პირობებში,  არიან ყველაზე საიმედო და უსაფრთხო კასტოდიან ბანკები, რომლებსაც კლიენტის აქტივებს ანდობენ",- განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ გირაპუტომ.

შეგახსენებთ, კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც სთავაზობს თავის კლიენტებს ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებას და შენახვას, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანმა" სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანმა" სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

4 საათის წინ

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანი" მსხვილ საინვესტიციო აგრო პროექტს განახორციელებს.  კომპანიამ საქართველოს ბანკის მეშვეობით კახეთში ქინძმარაულის ზონაში სოფელ გრემსა და ენისელში 120 ჰექტრამდე ვენახი და...