Forbes-ის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგის ლიდერი, უკვე მერვედ, Apple გახდა

Forbes-ის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგის ლიდერი, უკვე მერვედ, Apple გახდა

Forbes-ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგის ლიდერი კომპანია Apple უკვე მერვედ გახდა. Forbes-მა კომპანიის ღირებულება 182,8 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა. წლის განმავლობაში კორპორაციის მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა.

მეორე ადგილი Google-მა დაიკავა, რომელიც 132,1 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. კორპორაციამ წლის განმავლობაში 30%-იანი ზრდა აჩვენა. Google გასულ წელსაც მეორე ადგილზე იყო.

მესამე ადგილზე, 104,9 მილიარდი აშშ დოლარიანი მაჩვენებლით Microsoft-ია, ხოლო მას მოსდევს Facebook-ი 94,8 მილიარდი აშშ დოლარიანი კაპიტალიზაციით. Аmazon-მა წელს რეიტინგში მე-5 ადგილი დაიკავა (70,9 მილიარდი აშშ დოლარი). მას მოსდევს Coca-Cola, რომელიც 57,3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. შემდეგ მოდის Samsung-ი (47,5 მილიარდი აშშ დოლარი), Disney (47,5 მილიარდი აშშ დოლარი), Toyota (44,7 მილიონი აშშ დოლარი) და ასშ.

მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის საერთო თვითღირებულებამ მთლიანობაში 2,15 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

Forbes-ის 100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგში ამერიკული კომპანიების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 56-დან 54-მდე შემცირდა.

Tesla-ს აქციონერებმა კომპანიის გენ. დირექტორის ილონ მასკის გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირეს

Tesla-ს აქციონერებმა კომპანიის გენ. დირექტორის ილონ მასკის გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირეს

06 ივნისი, 2018

კომპანია Tesla-ს აქციონერებმა ყოველწლიურ ყრილობაზე, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული იყო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის ილონ მასკის თანამდებობიდან გაშვება, მის დარჩენას დაუჭირეს მხარი. მასკს მათ...