ღონისძიება "ცეკვა თავისუფლებისთვის", SPACEHALL- ის ნაცვლად, ლუბლიანას მე-5 პავილიონში გაიმართება

ღონისძიება "ცეკვა თავისუფლებისთვის", SPACEHALL- ის ნაცვლად, ლუბლიანას მე-5 პავილიონში გაიმართება

MONUMENT და MOVEMENT ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 25 მაისს,  MIND AGAINST, EINMUSIK-ი და JONAS SAALBACH-ის ივენთი, SPACEHALL- ის ნაცვლად, ლუბლიანას ქუჩაზე, მე-5 პავილიონში გაიმართება. ივენთი 22:00 საათზე დაიწყება.

 MIND AGAINST: ეს არის იტალიური დუო, რომელიც უკვე მრავალი წელია ტექნო მუსიკას ქმნის. ამჟამად ისინი ბერლინში მოღვაწეობენ და საკმაოდ წარმატებულ არტისტებად ითვლებიან. მათი  შემოქმედება გადაკვანძულია 1980-ი წლების ფსიქოდელიური ჩანახატებში, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ თანამედროვე საცეკვაო მუსიკის აქცენტებზე, რაც ერთობლიობაში ქმნის ძლიერ და გამორჩეულ ჟღერადობას.

EINMUSIK B2B  JONAS SAALBACH: Einmusik-ის და Jonas Saalbach-ის ენერგიული B2B ლაივები განსხვავებული მოვლენაა, სადაც Einmusika Labelboss – Samuel Kindermann უერთდება ახალგაზრდა და უნიკალური საუნდების მქონე Jonas Saalbach-ს. მათი პირველი B2B ამსტერდამში შედგა ხოლო შემდეგი მასშტაბური გაერთიანება ბერლინის Spy Tower-ზე მოხდა. ეს ის მოვლენაა, როცა 2 არტისტი ერთ პროექტად გარდაიქმნება.

ღონისძიებაზე ასევე დაუკრავენ წარმატებული ქართველი არტისტები, როგორებიც არიან - Tade, Daniell და Villiescrow.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია ონლაინ  EVENTER.GE -ზე ხოლო OFFLINE ბილეთები მალე ჩაეშვება გაყიდვაში რამოდენიმე ლოკაციაზე, ორგანიზატორების თქმით ყველა სიახლე ივენთზე, ფეისბუქის მისამართზე დაიწერება.

HUAWEI-მ ფოტოების გადაღება ბევრად უფრო მარტივი გახადა

HUAWEI-მ ფოტოების გადაღება ბევრად უფრო მარტივი გახადა

17 აგვისტო, 2018

HUAWEI-მ უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის არის ღირსეული  და მოწინავე ბრენდი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ინოვაციებით (ან სიახლეებით- ორივე ერთად იგივე შინაარსისაა)  გვანებივრებს. Leica-სთან თანამშრომლობით, სმარტფონი კიდევ უფრო განავითარა, რომელსაც...