თბილისის ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეული" გაიხსნა

თბილისის ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეული" გაიხსნა

"სტარტაპ კვირეული" თბილისის ტექნოპარკში 22-26 მაისს გაიმართება და მის ფარგლებში სტარტაპები  ყველა შესაძლებლობას გაეცნობიან, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები მათ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე სთავაზობენ. პროექტი დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებისთვის  ინდივიდუალურ კონსულტაციებს მოიცავს მაღალკვალიფიციური უცხოელი მენტორებისგან. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

"სტარტაპ კვირეული" პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის  გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმართება. კვირეულის მიზანია საქართველოში სტარტაპეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები დაამყარებენ საქმიან კავშირებს.

"სტარტაპ კვირეული" შედეგზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც  რეგულარულ სახეს მიიღებს დაწელიწადში ორჯერ ჩატარდება, ზუგდიდისა და თბილისის ტექნოპარკში.

პროექტი თბილისის შემდეგ  უკვე ზუგდიდში გადაინაცვლებს, სადაც ანალოგიური ღონისძება 26-29 ივნისს გაიმართება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.startupweek.ge

ეროვნული ბანკი "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალისტად დასახელდა

ეროვნული ბანკი "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალისტად დასახელდა

21 ივნისი, 2018

საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე (Global Inclusion Awards) "ქვეყნის ჯილდოს" კატეგორიაში ფინალისტად მეორედ დასახელდა. ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოება ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და...