ICCA-ს რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი, 2016 წელთან შედარებით, 6 პუნქტით გაუმჯობესდა

ICCA-ს რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი, 2016 წელთან შედარებით, 6 პუნქტით გაუმჯობესდა

საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია - ICCA-ს რეიტინგში (2017-2018), რომელიც ყოველწლიურად დგინდება და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან განმსაზღვრელს საქმიანი ტურიზმის სფეროში, საქართველოს მაჩვენებელი, 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, 6 პუნქტით გაუმჯობესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

აქვე, აღსანიშნავია, რომ 2014-2017 წლებში საქართველო ჯამში 16 პუნქტით დაწინაურდა და დაიკავა პირველი ადგილი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში, კერძოდ, ქვეყანა მოწინავე პოზიციაზეა ისეთ სახელმწიფოებთან მიმართებაში, როგორებიცაა ყაზახეთი, უკრაინა, კატარი და მონაკო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შექმნა საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, რომლის მიზანია საქართველოში სხვადასხვა შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიბების მოზიდვა და ხელშეწყობა, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ბოლო წლებში ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება.

მათ შორის ორი - გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიება იყო, ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია და ევრაზიის მთის კურორტების განვითარების კონფერენცია. დღეს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს 44 წევრი ორგანიზახცია ჰყავს, რომლებიც საქართველოში ყველაზე მასშტაბურ სასტუმროებს, ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებს და ტურისტულ კომპანების აერთიანებს.

თბილისი ოქტომბერში ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს

თბილისი ოქტომბერში ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს

07 ივნისი, 2018

23-26 ოქტომბერს თბილისი ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმს "Welcome Challenge" უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. "Welcome Challenge"-ის მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის...