ბრიტანეთში "საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და უორდროპების მემკვიდრეობა" გაიმართა

ბრიტანეთში "საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და უორდროპების მემკვიდრეობა" გაიმართა

დიდ ბრიტანეთში, სევენოუკში, სერ ოლივერ უორდროპის (1919-1921 წლებში სამხრეთ კავკასიაში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი კომისრის) სახლში ღონისძიება  - "საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და სერ ოლივერ უორდროპის მემკვიდრეობა" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ღონისძიების ავტორი და ორგანიზატორია ცირა კემულარია, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები და Royal Dutch Shell-ში მოღვაწე ქართველი. პროექტი ლონდონში საქართველოს საელჩოსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

თიბისი ბანკის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ოქსფორდის უნივერსიტეტმა პირველად გამოსცა საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი, რომელიც ბოდლეის ბიბლიოთეკაში დაცულ უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება. კოლექცია შეიცავს წლების მანძილზე ოლივერ და მარჯორი უორდროპების მიერ შეგროვებულ და უნივერსიტეტისთვის გადაცემულ მასალას. მათ შორის, უძველეს ქართულ ხელნაწერებს, უნიკალურ წიგნებსა და საარქივო დოკუმენტებს.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელიც შეეხებოდა როგორც უორდროპების, ისე  სხვა ცნობილი ევროპელი მეცნიერების ღვაწლს ქართული კულტურისა და ლიტერატურის წარმოჩენასა და საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერაში. კონფერენციაზე მიწვეულ სტუმრებს ცირა კემულარიამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში  თამარ ბერუჩაშვილმა უმასპინძლეს. მოხსენებით წარდგნენ ქართველი და  ბრიტანელი მეცნიერები და მწერლები.  ღონისძიებას  დაესწრნენ მარჯორი და სერ ოლივერ უორდროპების შთამომავლები.

ეროვნული ბანკი "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალისტად დასახელდა

ეროვნული ბანკი "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალისტად დასახელდა

21 ივნისი, 2018

საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე (Global Inclusion Awards) "ქვეყნის ჯილდოს" კატეგორიაში ფინალისტად მეორედ დასახელდა. ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოება ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და...