კამპანიის "ძალა ევროპაშია" ფარგლებში რეგიონული შეხვედრები გაიმართა

კამპანიის "ძალა ევროპაშია" ფარგლებში რეგიონული შეხვედრები გაიმართა

კოალიციის "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" და "საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს" წარმომადგენლები კამპანიის "ძალა ევროპაშია" მხარდამჭერებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრნენ.  ტურის მიზანია, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დადებით მხარეებზე, ასევე, რუსული პროპაგანდის გავლენებზე.

გუშინ და დღეს, კოალიციის წევრები მხარდამჭერებთან ერთად შეხვდნენ უჯარმის, ვარდისუბნის, ჩუმლაყისა და წნორის მცხოვრებლებს, ასევე, გაესაუბრნენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებსა და დასაქმებულ ადამიანებს.

ტურის ფარგლებში მოეწყო ღია დისკუსიები სტუდენტებისთვის. კოალიციის "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" წარმომადგენლები შეხვდნენ თელავის სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტებს.  შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და რუსული პროპაგანდის შესახებ, რათა შემუშავდეს ერთობლივი გეგმა, როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგადას და რუსული ნარატივის მატარებელ სტერეოტიპებს. შეხვედრები ჩატარდა ღია დისკუსიის ფორმატში.

ხვალ, 22 მაისს, კოალიციის "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" წევრები კამპანიის "ძალა ევროპაშია" ფარგლებში შეხვდებიან კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის სტუდენტებსაც.

კამპანიის ფარგლებში, ევროტურები დაგეგმილია საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

კამპანიის შესახებ

"ძალა ევროპაშია" კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების დადებითი მხარეების შესახებ და უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების სწორად გააზრებისა და პოპულარიზაციის პროცესში.

რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის შედეგად გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციების შენარჩუნებას ეწინააღმდეგება. სწორედ ამ არასწორი მითების გასაბათილებლად, ასევე დასავლური ინტეგრაციის პროცესის დადებითი შედეგებისა და სარგებლის საჩვენებლად ხორციელდება კამპანია "ძალა ევროპაშია" "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" და კოალიცია "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" მიერ, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის 24 საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

2 საათის წინ

საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. თბილისი-მასკატი-თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ რეისებს ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Salam Air ასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს...