ბილაინის ახალი მომსახურება - 3 საათიანი ულიმიტო ინტერნეტი

ბილაინის ახალი მომსახურება - 3 საათიანი ულიმიტო ინტერნეტი

მობილურმა ოპერატორმა "ვიონი საქართველო" განაცხადა, რომ დღეიდან, ბილაინის მომხმარებელს შეუძლია სარგებლობა ულიმიტო ინტერნეტის ახალი პაკეტით. პაკეტის ღირებულება სულ 1 ლარია და უზრუნველყოფს მომხმარებელს ულიმიტო ინტერნეტით 3 საათის განმავლობაში, აქტივაციის მომენტიდან. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია 3 საათიანი ულიმიტო ინტერნეტი დღეში რამდენჯერმე შეიძინოს. 3 საათიანი ულიმიტო ინტერნეტის აქტივაცია ხდება კოდით *120*180#. ამის შესახებ ინფორმაციას ბილაინი ავრცელებს.

ბილაინი მომხმარებელს თავაზობს ინტერნეტპაკეტების ფართო არჩევანს, მორგებულს სხვადასხვა საჭიროებაზე, 3G და 4G/LTE ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ბილაინის მიზანია, მის მომხმარებელს ქონდეს ხელმისაწვდომი და მარტივი წვდომა მაღალი ხარისხის მობილურ ინტერნეტზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

26 მაისი, 2018

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი...