საქართველოს რკინიგზას SIEMENS-ის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს რკინიგზას SIEMENS-ის დელეგაცია ესტუმრა

კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლები თბილისში. საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორი, ვასილ ხორავა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება - შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები განიხილეს. საქართველოს რკინიგზა უახლოეს მომავალში ხაშური - ზესტაფონის მონაკვეთზე მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.

კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლებმა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების თანამედროვე სტანდარტებზე საკუთარი ხედვა გააცნეს და მზადყოფნა გამოთქვეს მიიღონ ტენდერში მონაწილეობა. ტენდერი თბილისი-ბათუმის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გამოცხადდება. თანამედროვე ტექნოლოგიების დამონტაჟებას ევროდირექტივების 34-ე  მოთხოვნა ითვალისწინებს.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

10 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...