ახალი მარკეტინგული კამპანია Google-თან ერთად

ახალი მარკეტინგული კამპანია Google-თან ერთად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორპორაცია Google-თან ახალ კამპანიას იწყებს. თანამშრომლობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და Google-უკრაინის პრეზიდენტმა დმიტრი შოლომკომ გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსოფლიოში უდიდეს ვიდეოპორტალ Youtube-ზე საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდება. ვიდეორგოლები ზაფხულის ტურისტულ სეზონს მოიცავს. ახალი სარეკლამო კამპანია Youtube-ზე 29 მაისს დაიწყება 29აგვისტომდე გაგრძელდება. სამიზნე ბაზრები შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: დიდი ბრიტანეთი,გერმანია, იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ისრაელი, თურქეთი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

კამპანიის შედეგად განსაზღვრული შთაბეჭდილებების რაოდენობა შეადგენს (Impressions) - 95,237,500 ხოლო ვიდეორგოლების ნახვების რაოდენობა (Views) - 21,052,500. კორპორაცია Google-თან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მე-3 წელია აქტიურად თანამშრომლობს, რაც მოიცავს როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სარეკლამო კამპანიების დაგეგმავს. 2017 წლის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია Google-მა წარმატებულად შეაფასა.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

9 საათის წინ

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. წარმომადგენლობა დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს...