აჭარის რეგიონს 17 მაისს გაზმომარაგება შეეზღუდება

აჭარის რეგიონს 17 მაისს გაზმომარაგება შეეზღუდება

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანი"-ის მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მ/წლის 17 მაისს დილის 04:00 საათიდან 14:00 საათამდე აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება მოხდება შეზღუდვით. ამის შესახებ ინფორმაციას "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს აჭარის რეგიონული ოფისის შესაბამისი სამსახურები გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოსახლეობისთვის გაზმომარაგების შეზღუდვა, ყველა მსხვილ კომერციულ მომხმარებელს შეუწყდება გაზის მიწოდება.

გაზმომარაგების აღდგენა განხორციელდება ეტაპობრივად 17 მაისის 15:00 საათიდან. კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და თხოვნით მიმართავს ბუნებრივი გაზის ყველა მომხმარებელს, გაზის გათიშვის შემთხვევაში, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები და დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ ხაზს: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

10 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...