ქალაქ გორის რამდენიმე ქუჩას 17 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ გორის რამდენიმე ქუჩას 17 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

მიმდინარე წლის 17 მაისის დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ გორის შემდეგი ქუჩების ბახტრიონის, გამსახურდიას, გარსევანიშვილის, გმირების (ყოფილი კუტუზოვის), გოგებაშვილის, ვაჟა ფშაველას, იერუშალაიმის, კასტელის, კახნიაშვილის, კირიონის, ლიტვინოვის, ლომოურის, მარჯანიშვილის, ოქტომბრის, რუსთაველის, სამეფოს, სტალინის, ქართლის, ქუთაისის, ჩიტაძის, წერეთლის, ჭავჭავაძის, ჭონქაძის, ხერხეულიძის, ჯუღაშვილის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, გიორგი ბრწყინვალის, დავითაშვილის, ეკ. ჯუღაშვილის, თბილისის, იაკობ ჯუღაშვილის, კლდიაშვილის, კუტუზოვის, ნინოშვილის, პუშკინის, ფარნავაზის, ყაზბეგის, შარტავას, ცხინვალისა და ჯუღაშვილის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 17 მაისის 18:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

26 მაისი, 2018

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი...