"მენაშენეთა ასოციაცია" ბინის შეძენის მსურველთათვის რვაპუნქტიან რეკომენდაციას ავრცელებს

"მენაშენეთა ასოციაცია" ბინის შეძენის მსურველთათვის რვაპუნქტიან რეკომენდაციას ავრცელებს

"მენაშენეთა ასოციაცია" მომხმარებლებს ბინის შეძენისთვის საჭირო რეკომენდაციებს აძლევს, რომლებიც ყოველთვის დაეხმარება მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

მენაშენეების თქმით, ბინის შეძენისას უამრავი წვრილმანისა და ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინებაა საჭირო, რათა მომხმარებელმა ზუსტად ის მიიღოს, რაშიც ფულის გადახდას აპირებს.

რეკომენდაცია #2 - სწორად შეარჩიეთ ბინა:

• რაციონალურად შეარჩიეთ ბინის საერთო ფართი - ნუ იყიდით უზომოდ დიდ ბინას, ბინის შერჩევისას გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების რაოდენობა შესახლებიდან 5 წლის განმავლობაში. განსაზღვრეთ მათთვის საკმარისი ოთახების რაოდენობა და, ასევე, ოთახების ფართის მოცულობები.

• დააზუსტეთ ბინიდან არსებული ხედის პერსპექტივა მომავალში - გაარკვიეთ, აპირებს თუ არა კომპანია ან სხვა დეველოპერი სამომავლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას. დარწმუნდით, რომ სამომავლო მშენებლობები არ გამოიწვევს თქვენი ბინიდან ხედის დაკარგვას.

• სწორად შეაფასეთ ბინის ბუნებრივი განათების, განიავების, გათბობის შესაძლებლობები.

• გაარკვიეთ, გათვალისწინებულია თუ არა წინასწარ, პროექტით, კონდიციონერისა და გათბობის ქვაბის ადგილი. თუ - კი, ეს ნიშნავს, რომ სახლის იერსახე დროთა განმავლობაში არ დამახინჯდება.

მენაშენეთა პირველი რეკომენდაცია სამშენებლო კომპანიის სწორად შერჩევის საკითხებს ეხებოდა.

"მენაშენეთა ასოციაცია" მომხმარებლებს, სულ, 8 რეკომენდაციას აძლევს, რომლებიც სასურველია, გაითვალისწინონ ბინის შეძენისა და შემდგომი სარგებლობისას. მენაშენეთა რეკომენდაციებს ეტაპობრივად გაგაცნობთ.

თემები:
ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...