ქობულეთის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ქობულეთის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ახალ სეზონზე მგზავრებს ქობულეთის რეაბილიტირებული  ვაგზალი დახვდებათ. საქართველოს რკინიგზამ ორთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა. შეიცვალა  სახურავი, საწვიმარი ღარი და წყალსარინი სისტემა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

ვაგზლის ტერიტორიაზე გამოიცვალა ელექტროსადენები, შეიცვალა ბაქანზე არსებული დაზიანებული ფილები და დამონტაჟდა ახალი LED  სანათები. საქართველოს რკინიგზა ეტაპობრივად ახორციელებს მის საკუთრებაში მყოფი სადგურებისა და ბაქნების ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ადგილობრივმა კომპანიამ გაიმარჯვა.

"აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით საქართველო ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს

"აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით საქართველო ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს

9 საათის წინ

მიმდინარე წლის 20-22 სექტემბერს, საქართველო  უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას  უმასპინძლებს ჰონგ-კონგიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 21 სექტემბერს, იგეგმება ღონისძიება, რომლის...