EBRD-მა თიბისი ბანკი ვაჭრობის დაფინანსების კუთხით საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

EBRD-მა თიბისი ბანკი ვაჭრობის დაფინანსების კუთხით საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ბანკი საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო ბანკმა უკვე მეოთხედ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია იორდანიაში გაიმართა, სადაც EBRD-ის წარმომადგენლებმა  2017 წლის წარმატებულ პარტნიორ ბანკებს უმასპინძლეს.

"ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ახალი ბაზრების ათვისებისა და კომპანიების ფინანსური ხელშეწყობისთვის გადადგმული ყოველი წარმატებული ნაბიჯი ჩვენი პარტნიორი ბანკების დამსახურებაა. დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიით გვსურს, გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ", - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მმართველმა დირექტორმა, ნიკ ტესეიმანმა.

EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme), რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, EBRD გასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად. დღეს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა 26 ქვეყნის 94 ბანკთან თანამშრომლობს, ხოლო  800-ზე მეტი ბანკისთვის გაცემული ფინანსური მხარდაჭერა 1.5 მილიარდ ევროს აღემატება.

თიბისი ბანკი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა.

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს ოქტომბერში ავირჩევთ

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს ოქტომბერში ავირჩევთ

10 საათის წინ

პარლამენტში ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშის აუდიტის ჩატარების მიზნით დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისია, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე...