"ახალი საქართველოს" სოციალური სამსახურის ხემძღვანელი, თეონა ჭალიძე განცხადებას ავრცელებს

"ახალი საქართველოს" სოციალური სამსახურის ხემძღვანელი, თეონა ჭალიძე განცხადებას ავრცელებს

"ახალი საქართველოს" სოციალური სამსახურის ხემძღვანელი, თეონა ჭალიძე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართავს.

"ახალი საქართველოს" სოციალური სამსახურისგან არაერთი წერილით მოგმართეთ "უფასო სასადილოების" საქმესთან დაკავშირებით. მოგაწოდეთ "ახალი საქართველოს" კვლევების შედეგები, რის საფუძველზეც  საქართველოს პროკურატურამ  გამოძიება დაიწყო. მოგაწოდეთ იმ ორმოცდაათი საჯარო მოხელის სახელი და გვარი, ვინც არაჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს. ჩვენ შევისწავლეთ და მოგაწოდეთ, მათ მიერ შედგენილი რამდენიმე ასეული ოქმი ამის დამადასტურებლად.

ჩვენ გამოვედით ინიციატივით და წარმოვადგინეთ 7000-მდე ბენეფიციარის ხელმოწერა იმისთვის, რომ უფასო სასადილოების მომსახურების პროგრამა გაუმჯობესებულიყო და გათვალისწინებულიყო ჩვენი და ბენეფიციარების ინიციატივები. ჩავატარეთ მონოტორინგი მთელ თბილისისის მასშტაბით მდებარე 63 უფასო სასადილოში.

ჩვენ მოგაწოდეთ ინფორმაცია სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ დაჯარიმებული კომპანიების შესახებ, რომლებსაც საწარმოო პროცესიც შეუჩერდათ სასადილოებში აღმოჩენილი დარღვევების გამო.

მოგაწოდეთ ინფორმაცია სასადილოებში არსებული დარღვევების შესახებ და ყველა ის ფაქტი, რაზეც ვსაუბრობდით დადასტურდა მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნითაც.

არაერთხელ მომართვის მიუხედავად, თქვენ არ დათანხმდით ჩვენს მოთხოვნას და არ ჩათვალეთ ჩვენთან შეხვედრა საჭიროდ. ხელს აფარებთ სოციალური სამსახურის უფროსს გელა ჩივიაშვილს და ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომლებიც მინიმუმ არაკომპეტენტურები არიან, ან მიზანმიმართულად ფარავდნენ სასადილოებში არსებულ რეალობას. როდემდე აპირებთ დუმილს, როდემდე დააფარებთ ხელს გელა ჩივიაშვილს? როდემდე დატოვებთ უყურადღებოდ ჩვენს წერილებს?

შეგვხვდით თუ არ გეშინიათ და პასუხი გაგვეცით კითხვებზე? სად მიდის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი, რატომ აკეთებენ სასადილოებში სალაფავს და რატომ აყენებენ ადამიანებს ამით შეურაცხყოფას. რატომ არის ათასობით ადამიანი მშიერი, მაშინ როცა მილიონობით ლარი იხარჯება არამიზნობრივად", - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

"აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით საქართველო ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს

"აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით საქართველო ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს

10 საათის წინ

მიმდინარე წლის 20-22 სექტემბერს, საქართველო  უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას  უმასპინძლებს ჰონგ-კონგიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 21 სექტემბერს, იგეგმება ღონისძიება, რომლის...