საქართველოს რკინიგზა 11 და 13 მაისს მგზავრებს ბათუმის მიმართულებით №852/851 მატარებლით გადაიყვანს

საქართველოს რკინიგზა 11 და 13 მაისს მგზავრებს ბათუმის მიმართულებით №852/851 მატარებლით გადაიყვანს

დამატებითი რეისები ბათუმის მიმართულებით. საქართველოს რკინიგზა 11 და 13 მაისს მგზავრებს ბათუმის მიმართულებით  №852/851 მატარებლით გადაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი  თბილისის სადგურიდან 8:50 წუთზე გავა და ბათუმში 14:15 წუთზე ჩავა, ხოლო ბათუმიდან 18:30-ზე გამოვა, თბილისში კი 23:59-ზე ჩამოვა. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათი შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში,  რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეგიძლიათ.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

1 საათის წინ

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...